goal.com: რობერტო მანჩინის დღეები "მანჩესტერ სიტიში" დათვლილია

AutoSharing Option
როგორც goal.com იუწყება, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, შესაძლოა, გუნდიდან უკვე ინგლისის თასის 1/8-ფინალური შეხვედრის შემდეგ გაათავისუფლონ.

"ლიდსთან" დაპირისპირება იტალიელ სპეციალისტს მომავალ კვირას უწევს.

შეხვედრაში წარუმატებლობა "ქალაქელებს" ამ სეზონში, პრაქტიკულად, ტიტულის გარეშე დატოვებს. გუნდი ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთხოვა, ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის შემდეგ კი მანჩინის გუნდი ლიდერ "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 12 ქულით ჩამორჩება.

რაც შეეხება თავად მანჩინის, მან კლუბთან კონტრაქტი 2012 წელს განაახლა. ხუთწლიანი შეთანხმებით, მწვრთნელს 37 მლნ ფუნტი სტერლინგი უნდა მიეღო, თუმცა ბოლოდროინდელი შედეგები "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობას პოზიციის
გადახედვისკენ აშკარად უბიძგებს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა იტალიელს ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში უთხრა, რომ თუკი გუნდში მუშაობა სურდა, შედეგები უნდა გაეუმჯობესებინა. ფაქტია, მანჩინიმ ეს ვერ შეძლო.

ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი დანებდა: არ მგონია, 12-ქულიანი სხვაობის შემცირება შევძლოთ
პრემიერლიგა. XXVI ტური: 12 ტური და 12 ქულა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული