რობერტო მანჩინი: ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო მწვრთნელი დღეს მე ვარ

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი დარწმუნებულია, რომ ამ დროისთვის პრემიერლიგაში საუკეთესო მწვრთნელია.

"ბოლო 15 თვის განმავლობაში ინგლისის საუკეთესო მწვრთნელი მე ვარ.

უკვე ნახევარი წელია, იმაზე საუბრობენ, რომ "მანჩესტერ სიტი" მწვრთნელს გამოიცვლის.

ჯერ ამბობდნენ, რომ ჩემს
ადგილს გვარდიოლა დაიკავებდა, რომელიც ბოლოს "ბაიერნში" წავიდა. ახლა სხვა სპეციალისტს ასახელებენ…

მაგრამ მე მოვიგე პრემიერლიგა, ინგლისის თასი და სუპერთასი. ჯერ არცერთ მწვრთნელს მოუპოვებია ამდენი ტიტული ბოლო 15 თვეში. ეს ხომ ფაქტია?!"
- აქვეყნებს იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს bbs.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლაში ინგლისის
მოქმედი ჩემპიონები "მანჩესტერ იუნაიტედს" 12 ქულით ჩამორჩებიან.

ასევე იხილეთ:
Goal.com: მიკაელ ლაუდრუპმა შესაძლოა "სიტიში" რობერტო მანჩინი შეცვალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული