"არსენალი" ვიქტორ ვალდესში 11 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალი" ზაფხულში ახალი მეკარის შეძენას აპირებს, რადგან ვოიცეხ შჩესნი ხშირად უშვებს უხეშ შეცდომებს, რითაც არსენ ვენგერის მოთმინების ფიალა აავსო.

ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მეთოფეები" "ბარსელონას" მეკარის, ვიქტორ ვალდესის ყიდვას შეეცდებიან.

ვალდესმა ახლახან (ერთადერთმა კლუბში) უარი თქვა ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. მიმდინარე კონტრაქტი კი მას 2014 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომაც "ბარსელონასთვის" ეს ზაფხული მეკარის სარფიანად გაყიდვის უკანასკნელი შანსია.

ინგლისური გრანდი ვიქტორ ვალდესში 11 მილიონ ევროს იხდის.

წყაროს ცნობით, ვენგერს "ლივერპულის" კარის დარაჯი პეპე რეინა ერჩივნა, მაგრამ მასთან მოლაპარაკება ჩაიშალა.

ასევე იხილეთ:
ვიქტორ ვალდესი "ბარსელონაში" შესაძლოა რუი პატრისიომ შეცვალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული