პეტრ ჩეხი: ლონდონის "ჩელსი" უნდა იყოს ერთიანი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მეკარემ პეტრ ჩეხმა გუნდის მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი დაიცვა, რომელიც გულშემატკივრებმა მოსვლისთანავე აითვალწუნეს.

"არ ვიცი, რა ითქვა მიდლსბროს პრესკონფერენციაზე, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიის საუკუნეში და ბენიტესსაც აქვს საკუთარი აზრის ქონის უფლება. მსგავს
ი უფლება აქვთ გულშემატკივრებსაც.

მაგრამ მთავარი არა მწვრთნელი და ფეხბურთელებია, არამედ კლუბი, რომელმაც მიიწვია ბენიტესი, რათა მას შედეგები გაეუმჯობესებინა და მოცემული მიზნები განეხორციელებინა.

ის, საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს. ჩვენ, ფეხბურთელებს იგივე გვმართებს - შევეცადოთ, მოვიგოთ მატჩები, პროგრესი გვქონდეს და დაკისრებული ამოცანები შევასრულოთ.

კლუბში ყველა ერთი
მიმართულებით უნდა მუშაობდეს. ჩვენ ვართ საფეხბურთო კლუბი "ჩელსი" და უნდა გავერთიანდეთ: ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი, გულშემატკივრები - ყველა აბსოლუტურად.

ყველანაირად ვცდილობთ, წინ წავიწიოთ და ჩემპიონატში თუნდაც მესამე ადგილი დავიკავოთ.

შევეცდებით, ინგლისის თასი და ევროპის ლიგა მოვიგოთ",
- თქვა ჩეხმა TalkSPORT-თან საუბარში.

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. XXVIII ტური: პირველი მეგოლის მეორე ჰეთ თრიკი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული