"ტოტენჰემი" გარეთ ბეილს რონალდოს და მესის დარ ხელფასს შესთავაზებს

AutoSharing Option
ლონდონური "ტოტენჰემი" გუნდის მთავარი ვარსკვლავის, გარეთ ბეილის დატოვებას გეგმავს. კლუბში კარგად მოეხსენებათ, რომ ეს ძალიან ძნელი იქნება. ამიტომაც უელსელს ზღაპრულ კონტრაქტს შესთავაზებენ.

"დეილი მეილმა" გაარკვია კონტრაქტის დეტალები, რომლის შეთავაზებასაც ბეილისთვის აპირებენ.

გასულ სეზონში გარეთმა 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა "ტოტენჰემთან" და 2016 წლამდე კვირაში 75 ათას გირვანქა სტერლინგს იღებს.

როგორც კი "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს (თუ ეს არ მოხდა, 23 წლის უელსელს ლონდონში ვერაფრით შეაკავებენ), გარეთს 5-წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ, რომლის განმავლობაშიც ის 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

დანიელ ლევი, კლუბის პრეზიდენტი
კარგად აცნობიერებს, რომ ბეილი შესაძლოა, კრიშტიანო რონალდოს და ლეო მესის დონის ვარსკვლავი გახდეს და მას კვირაში 150 ათასს შესთავაზებს.

Sportall.Geამასობაში "დეილი მეილის" სპორტულმა განყოფილებამ ("სპორტსმეილი") ბეილის ლონდონში შენარჩუნების კამპანია აქვე მოყვანილი ლოგოს შექმნით წამოიწყო.

ასევე იხილეთ:
Goal.com–მა კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გარეთ ბეილი დაასახელა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული