არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის 30-ე ტურში ლონდონის "არსენალმა" სტუმრად 2:0 დაამარცხა უელსური "სუონსი". გოლები მეორე ტაიმში ნაჩო მონრეალმა და ჟერვინიომ გაიტანეს.

მატჩის შემდეგ კარგ ხასიათზე გახლდათ "არსენალის" ფრანგი თავკაცი არსენ ვენგერი:

"შუა კვირაში "ბაიერნთან" ურთულესი მატჩი გვქონდა, ამიტომაც ძალიან გაგვიჭირდა. ამის მიუხედავად, ჩემმა შეგირდებმა დღეს ფანტასტიკური საბრძოლო სულისკვეთება გამოავლინეს. ჩვენ ბრძოლის მისაღებად მზად ვიყავით, ვიომეთ და გავიმარჯვეთ, რადგან ამის დიდი სურვილი გვქონდა. ბიჭებმა ძალების 100% ამ ბრძოლას შეალიეს".

VideoSportall.Ge
16.03.13. სუონსი - არსენალი 0:2





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული