"დეილი მეილის" ცნობით, "სიტი" მზადაა 50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს ბრაზილიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ და ის "ბარსას" ცხვირწინ ააცალოს.
წყაროს ცნობით, "ბარსამ" თითქმის შეათანხმა ნეიმართან, რომ მუნდიალამდე ან მის შემდეგ ის კატალონიურ გრანდში გადავა, მაგრამ "სიტის" დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს ინსტრუქცია მიცემული აქვს - "სიტი" მზადაა თუ საჭირო იქნა, კომპენსაციაც გადაიხადოს ტრანსფერის ჩაშლის გამო და ნეიმარსაც გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზოს.
ასევე იხილეთ:
ნეიმარმა საბოლოოდ გადაწყვიტა - "ბარსელონა"!