მართალია, მისი გადაბირება ჯერაც ძლიერ სურთ "ბაიერნს" და "მანჩესტერ სიტის", მაგრამ ნეიმარს გული კატალონიაში მიუწევს. ინგლისელები ნეიმარს ზღაპრულ კონტრაქტს ჰპირდებიან, მაგრამ ფეხბურთელს, რომლის შემოსავალიც უკვე აჭარბებს 20 მილიონ ევროს წელიწადში (რეკლამები და ფეხბურთის თამაში) მხოლოდ ფინანსური კუთხით ვეღარ მოხიბლავ.
"მანჩესტერ სიტი" ძალიან დაინტერესებულია და მზად არის, ნეიმარის სანაცვლოდ ფულით გამოტენილი თვითმფრინავი შესთავაზოს, მაგრამ ფული ნეიმარის გადაწყვეტილებების მამოძრავებელი ძალა კარგა ხანია, არ არის", –
შეგახსენებთ, რომ ამას წინათ "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნეიმარი "ბარსას" სატრანსფერო სიაშია და ეს ინფორმაცია კატალონიური გრანდის ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა.
თავად ნეიმარმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა, "სანტოსიდან" მუნდიალის დადგომამდეც წავიდეს, რასაც აქამდე კატეგორიულად გამორიცხავდა.
ასევე იხილეთ:
ოფიციალურად - ნეიმარი "ბარსელონას" სიაში