რიო ფერდინანდმა ინგლისის ნაკრები დატოვა

AutoSharing Option
ორწლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის ნაკრებში გამოძახებული 34 წლის მცველი რიო ფერდინანდი ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ საღამოს, მწვრთნელებთან შეთანხმებით, ბაზა დატოვა - რიო ფერდინანდისთვის სანაკრებო კარიერა საბოლოოდ დასრულებულია.

როი ჰოჯსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი სან მარინოსა და ჩერნოგორიასთან საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გამოიძახა. "მანჩესტერის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობდა, რომ რიო აუცილებლად გამოცხადდებოდა შეკრებაზე. ასე კი მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მცველმა მაინც უარი თქვა ნაკრებზე.

როგორც როი ჰოჯსონმა განაცხადა, რიომ ვერ იგუა ახალი სტილით ვარჯიში, რომელიც ნაკრებში მან დაამკვიდრა ორმატჩიანი გრაფიკისთვის. როი ჰოჯსონმა აღნიშნა,
რომ მომავალში მაინც აპირებს რიოს ნაკრებში მიწვევას, თუმცა ამის აღარავის სჯერა.

სან მარინოსთან და ჩერნოგორიასთან მატჩებისთვის ჰოჯსონმა "ტოტენჰემის" 21 წლის მცველი სტივენ კოლკერი მიიწვია.

ასევე იხილეთ:
ინგლისის ნაკრები: ჰოჯსონის მოულოდნელი სვლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული