ლუის სუარესი: ძალიან გაბრაზებული ვარ ჩემი სიტყვების დამახინჯების გამო

AutoSharing Option
"ლივერპულის" 26 წლის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა უარყო ურუგვაულ პრესაზე დაყრდნობით გავრცელებული მისი განცხადება, თითქოს სეზონის დასრულების შემდეგ ის ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად მონაწილე ამბიციური კლუბების წინადადებების განხილვას აპირებდეს. სამხრეთამერიკელის თქმით, მის ნათქვამს სამშობლოში განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცეს და ის არ აპირებს "ენფილდიდან" წასვლას.

"ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რაც წავიკითხე. თუკი მსგავსი რამ ოდესმე კიდევ განმეორდება, ინტერვიუებზე საერთოდ უარს ვიტყვი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამას ჩემს ქვეყაანში ჩაიდენდნენ," – განუცხადა "ტაიმსს" პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირმა.

ტრავმები და კიდევ ერთხელ ტრავმები
"ლივერპულის" 21 წლის თავდამსხმელმა ფაბიო
ბორინიმ
მიმდინარე სეზონში ორჯერ მიიღო მხრის ტრავმა, რის გამოც მას სეზონის 2/3 გაუცდა. "წითლების" რიგებში იტალიელმა სულ რაღაც 16 შეხვედრა ჩაატარა და ერთადერთი გოლი გაიტანა.

კიდევ უფრო მძიმეა მარტინ კელის მდგომარეობა. 22 წლის უნივერსალი მცველი მინდორზე მხოლოდ 7-ჯერ გამოჩნდა. უკანასკნელად 23 სექტემბერს "მანჩესტერ იუნაიტედთან" V ტურში. ამ დღეებში "ლივერპულის" სამედიცინო შტაბის წარმომადგენელმა გლენ დრისკოლმა პრესას ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო. აი, რა თქვა მან:

"მარტიკ კელის სარეაბილიტაციო პერიოდი დასასრულს უახლოვდება. 100%-ით მზად ის მომდევნო სეზონისთვის შეკრებაზე იქნება. თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მან ფიზიკური კონდიციები შედარებით მალე აღიდგინოს და ბრენდან როჯერსს უახლოეს პერიოდშიც დაეხმაროს. ბორინის რაც შეეხება, მან ოპერაცია გაიკეთა, რამდენიმე დღის წინ დაგვიბრუნდა და ვარჯიში განაახლა. საუკეთესო შემთხვევაში მას 6 კვირაში შეეძლება თამაში. როგორც წესი, მსგავს ტრავმას ბევრად მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ფაბიოს გამოჯანმრთელების პროცესი შედარებით სწრაფად მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლივერპულის" მეგოლეები: ლიდელიდან სუარესამდე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული