რუსი ოლიგარქის წარმომადგენელი: რომან აბრამოვიჩი არ დაუჭერიათ

AutoSharing Option
რუსი ოლიგარქის აქტივების გამგემ, ჯონ მანმა უარყო ინფორმაცია, თითქოს, რომან აბრამოვიჩი ამერიკაში ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა დააკავეს. მან თქვა, რომ აბრამოვიჩი მართლაც ამერიკაშია, მაგრამ ის თავისუფალია. არც არავის დაუკავებია და არც გაუჩხრეკია.

"რომ არკადიევიჩი თავისუფალია. ინტერნეტში გამოქვეყნებული ცნობა მის დაჭერაზე აბსოლუტური სიცრუეა", - განაცხადა ჯონ მანმა.

ამასობაში ფედერალური დაზვერვის ბიუროს პრესცენტრშიც უარყვეს ეს ინფორმაცია. მათი თქმით, ამ გვარის რუსეთის მოქალაქე მათ არ დაუკავებიათ.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს, "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი ამერიკაში დააკავეს, სავარაუდოდ, ბორის ბერეზოვსკის სიკვდილთან დაკავშირებით.

ასევე იხილეთ:
აშშ-ში
ლონდონის "ჩელსის" მეპატრონე რომან აბრამოვიჩი დააკავეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული