რაიან გიგზი არც გაისად წავა ფეხბურთიდან?

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" უელსელმა ლეგენდამ, 39 წლის რაიან გიგზმა "ეშმაკებთან" ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში ერთი წლით გაახანგრძლივა.

კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ ის 40 წლისა იქნება, თუმცა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ შესაძლოა, რაიანისთვის არც მომდევნო სეზონი აღმოჩნდეს უკანასკნელი პროფესიულ კარიერაში. 5 მარტს "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალი გიგზის კარიერაში მე-1000 თამაში აღმოჩნდა, რაც თავისთავად შთამბეჭდავი რიცხვია.

ფერგის
თქმით, მის შეგირდს შეუძლია ,"იუნაიტედის" მაისურითაც ჩაატაროს მე-1000 თამაში. დღეისთვის მის ანგარიშზე 933 მატჩია. "რაღაც წილად, გიგზს გაუმართლა კიდეც, რადგან არასოდეს ჰქონია ზედმეტი წონის პრობლემა
და მას არასოდეს მიუღია მძიმე ტრავმა. ამას ყველაფერს თუ დავივიწყებთ და ვიფიქრებთ იმაზე, თუ რამხელა მსხვერპლზე უწევს წასვლა მთელი კარიერის განმავლობაში, მივხვდებით, რომ ის ფენომენალური ფეხბურთელია. ის არასოდეს აცდენს ვარჯიშს და ყოველთვის შეუდარებელია სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებებზე.

გიგზი ფეხბურთის მიმართ განსაკუთრებულ ლტოლვას განიცდის. ის ნამდვილად ითამაშებს მომდევნო სეზონში და შესაძლოა, მას მერეც დარჩეს ფეხბურთში. ნოემბერში 40 წლისა ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 41-ისაც ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ახლა
," - აცხადებს 71 წლის შოტლანდიელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაიან გიგზი: ის, რაც არასოდეს მომენატრება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული