ერთ დროს სერ ალექსის მემკვიდრედ შერაცხული მარტინ ონილი აუტსაიდერ "სანდერლენდიდან" დაითხოვეს [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედთან" 0:1 მარცხის შემდეგ თანამდებობიდან გაანთავისუფლეს "შავი კატების" დამრიგებელი მარტინ ონილი.

"კლუბი მადლობას უხდის მარტინს "სანდერლენდის" საკეთილდღეოდ საქმიანობისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს", - ვკითხულობთ "სანდერლენდის" ოფიციალურ ვებგვერდზე.

უახლოეს დღეებში გაირკვევა ვინ დაიკავებს ონილის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილს. ამ წუთისთვის "სანდერლენდი" მე-16 ადგილზეა და გავარდნის საფრთხეც ემუქრება.

ჩრდილო ირლანდიელი მარტინ ონილი 61 წლისაა. ის წარმატებით წვრთნიდა "სელტიკსა" და "ასტონ ვილას". იყო დრო, როცა ონილს "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის მემკვიდრედაც განიხილავდნენ.

VideoSportall.Ge
30.03.13. სანდერლენდი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდს" სტუმრად სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული