დიდიე დროგბა ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" დაბრუნებას ურჩევს

AutoSharing Option
ბოლო რამდენიმე კვირაა, ინგლისური პრესა "ჩელსისა" და ჟოზე მოურინიოს მეორე შესაძლო "ქორწინებაზე" აქტიურად წერს.

ლონდონური გრანდის ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მიიჩნევს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" 50 წლის პორუგალიელის დაბრუნება საუკეთესო გამოსავალი იქნება. ამას გარდა, 34 წლის ივუარელმა ჩვენს კოლეგებთან საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა:

- "ჩელსიში" მოურინიოს დაბრუნება საუკეთესო ვარიანტი იქნება. გულშემატკივრებსაც ძალიან უნდათ, რომ ეს მოხდეს. თავად ჟოზესაც ძალიან უყვარს "ჩელსი". თუკი გვინდა, რომ დავიბრუნოთ რამდენიმე წლის წინანდელი გუნდი, მოურინიო ზუსტად ის მწვრთნელია, ვინც ამას გააკეთებს.

ის თავისი ხასიათით გამარჯვებულია, თანაც, "ჩელსის"
ფეხბურთელებთან დღემდე ძალიან ახლოს არის. ლონდონიდან წასვლის შემდეგ "ინტერსა" და "რეალში" იმუშავა, მაგრამ "ჩელსიზე" დღემდე დაუღალავად ლაპარაკობს. მას უყვარს ეს კლუბი. მასთან ერთად მოვიგეთ ინგლისის ჩემპიონატი და სხვა ტიტულები. ერთადერთი, სადაც მოურინიომ ვერ იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგაა. შეიძლება, ეს ერთ-ერთი მიზეზიც კი იყოს, რატომაც უნდა მას უკან დაბრუნება. ეტყობა, "ჩელსიში" დაუმთავრებელი საქმეები დარჩა.

შეიძლება თუ არა ლონდონში მეც დავბრუნდე? ნება მომეცით, ჩემი საქმე "გალათასარაიში" ვაკეთო. შემდეგ კი ამაზე მსჯელობაც შეიძლება. მშვენიერი იქნებოდა, თუკი მწვრთნელის პოსტზე ვცდიდი ჩემს თავს. "ჩელსისთვის" ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ეს კლუბიც ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს მაძლევდა. ლონდონში თავს მუდამ ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. "ჩელსის" ბაზაზე დღემდე თვალდახუჭულს შემიძლია ვიარო და ზუსტად ვიცოდე, თუ სად ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული