1. 2013 წლის 1 ივლისიდან კერინგტონის საწვრთნელ ბაზას სახელად AON-ის საწვრთნელი კომპლექსი დაერქმევა. 2. კომპანიის ლოგოტიპი განთავსდება გუნდის საწვრთნელ ფორმაზე 3. AON გახდება "იუნაიტედის" უცხოური ტურნეების ოფიციალური პარტნიორი.
როგორც კონტრაქტით ირკვევა, მხარეთა შორის თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდა ტალანტების ხელშეწყობა, კლუბის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისკების მართვა, საპენსიო პროგრამების უზრუნველყოფა, გლობალური პარტნიორული პროგრამების საშუალებით ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება და ასე შემდეგ.
"იუნაიტედსა" და ამერიკულ კომპანიას შორის
პრესაში გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო იყო, კლუბს სტადიონის დასახელების გაყიდვაზეც ეზრუნა, თუმცა "იუნაიტედის" ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა, ვინც მომდევნო სეზონიდან აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ გილის ადგილს დაიკავებს, მოვლენათა ამგვარი განვითარება გამორიცხა.
უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში ეს "იუნაიტედის" მიერ გაფორმებული მე-5 სასპონსორო ხელშეკრულებაა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სერ ალექს ფერგიუსონი: "მანჩესტერ სიტის" კარგად მესმის