"მანჩესტერ სიტი" ახალი ფინანსური წესრიგის წინააღმდეგ გაილაშქრებს

AutoSharing Option
მიმდინარე წლის თებერვალში პრემიერლიგის კლუბები (ლაპარაკია მთლიანად პროფესიულ ლიგაზე და არა ელიტურ დივიზიონზე) ჩემპიონატის ახალ ფინანსურ წესრიგზე შეთანხმდნენ.

უმაღლესი ლიგის 20-დან 15-მა წარმომადგენელმა და პროფესიული სტატუსის მქონე კლუბების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა იდეას, რომ 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, თუკი რომელიმე ორგანიზაცია წლის განმავლობაში 105 მილიონის ან მეტ წლიურ ზარალს ნახავს, ის სერიოზულად უნდა დაისაჯოს, მათ შორის, ქულების დაკლებითაც. ამას გარდა, იმ კლუბებს, რომელთა ფეხბურთელების წლიური ხელფასი ჯამში 52 მილიონ ფუნტს აღემატება (ამ კატეგორიაში ხვდება პრემიერლიგის 20-ივე წარმომადგენელი), ეკრძალებათ სახელფასო ფონდის
გაზრდა წელიწადში არა უმეტეს 4 მილიონი ფუნტისა.

"მანჩესტერ სიტის" მესაკუთრე ყატარელ შეიხებს მიაჩნიათ, რომ საკითხის ასე დასმა არასამართლიანია და "სიტის" იურისტებს უკვე დაავალეს სარჩელის მომზადება, რათა პრემიერლიგის გადაწყვეტილება სასამართლოს გზით გაუქმდეს.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ იმ კლუბების წარმომადგენელთა დახურული შეკრება გაიმართა, რომლებიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ ფინანსურ რეგულაციებს. ესენი არიან: "უოტფორდი", "ვესტ ბრომვიჩი", "ასტონ ვილა", "ფულჰემი", "საუთჰემპტონი" და რაც მთავარია, "მანჩესტერ სიტი". ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმოქმედებენ მიზნის მისაღწევად. პროცესის უმთავრესი კურატორი "ქალაქელების" აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გარი ნევილი: "სიტი" ვერ შეძლებს გუნდის აშენებას აკადემიის აღზრდილების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული