"მარკა": რადამელ ფალკაოს ტრანსფერი გადაწყდა

AutoSharing Option
ესპანური "მარკას" ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს" 27 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მომდევნო სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედში" ითამაშებს. კლუბების ინკოგნიტო წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გამოცემა ამტკიცებს, რომ სამხრეთამერიკელის სატრანსფერო თანხა, 55 მილიონი ევრო, უკვე შეთანხმებულია და მეტიც, თანხის ნაწილი "როხიბლანკომ" უკვე მიიღო კიდეც, რათა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ ხსენებულ პრეტენდენტთან აწარმოოს.

ჩვენი ესპანელი კოლეგები იხსენებენ, რომ "ეშმაკები" ანალოგიურად მოიქცნენ დავიდ დე ხეაზე მოლაპარაკებების დროსაც. "იუნაიტედის" გარდა, თავდამსხმელით დაინტერესებულ კლუბებს შორის ასახელებენ ევროპული ფეხბურთის გრანდებს: "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "რეალს". აღნიშნული კლუბები კოლუმბიელში 5 მილიონით
მეტს იხდიან.

"ატლეტიკოს" გუნდის ლიდერთან გაფორმებულ კონტრაქტში საკომპენსაციო თანხად სწორედ 60 მილიონი უწერია, მაგრამ მადრიდელთა ხელმძღვანელობამ "იუნაიტედს" ფასი იმიტომ დაუკლო, რომ ფალკაო პრინციპული მეტოქის რიგებში არ გადასულიყო. მიმდინარე სეზონში რადამელის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 22 გოლია.

ფეხბურთელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2016 წელს უმთავრდება. რაც შეეხება ფალკაოს პირად კონტრაქტს. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ორიოდე კვირის წინ Goal.com ამტკიცებდა, რომ "სიტისა" და "ჩელსის" წარმომადგენლებს ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა (ის კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობით არის ცნობილი) კვირაში 250 ათასი ფუნტი მოსთხოვა. თუკი "იუნაიტედი" ამ პირობებზე დათანხმდა, გამოდის, რომ კოლუმბიელი პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ჩელსი" ფალკაოში თითქმის 60 მილიონს იხდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული