ინგლისის პრემიერლიგამ Hawk-Eye-ს ტექნოლოგია მოიწონა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებმა ტექნოლოგია Hawk-Eye-ს ("ქორის თვალი") დანერგვას დაუჭირეს მხარი, რომელიც ფეხბურთში კარის აღების ავტომატურად დადგენისთვისაა განკუთვნილი.

გოლის ფიქსაციის სისტემა პრემიერლიგის კლუბების ოცივე სტადიონზე მომავალი სეზონიდან გამოჩნდება.

ამრიგად, ინგლისის ჩემპიონატი ტოპ-ლიგებიდან პირველია, სადაც გოლის დადგენის ავტომატური სისტემა დამტკიცდა.

სავარაუდოდ, კარების უკან მაღალსიჩქარიანი კამერები დაყენდება, რომლებიც ბურთს გააკონტროლებს. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი კარის ხაზს გადაკვეთს, კამერები უმალ კადრის 3D-სურათს შექმნის. შესაბამის სიგნალს მიიღებს რეფერი.

სისტემა Hawk-Eye-მ სახელი ჩოგბურთში გაითქვა. სპორტსმენებს ATP-ისა და WTA-ს პრაქტიკულად ყველა ტურნირში აქვთ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში მისი
მომსახურებით ისარგებლონ.

ასევე იხილეთ:
გოლის ფიქსაციის სისტემას პირველად "იოკოჰამას" სტადიონზე გამოსცდიან
ფიფას რევოლუციური გადაწყვეტილება: კარის აღებას ტექნიკა დაადგენს
ფიფას პრეზიდენტი: ფეხბურთში "ელექტრონული" ბურთი გვჭირდება
მიშელ პლატინი: ფიფა ისტორიულ შეცდომას უშვებს
ინგლისი-უკრაინა 1:0 - ერთი მოპარული გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული