"ჩელსი"-"მანჩესტერ სიტის" შეხვედრა "უემბლიზე" 14 აპრილს გაიმართება. თუკი ლონდონელები ევროპალიგაზე ასპარეზობას აგრძელებენ, წელს "სიტისთვის" ასოციაციის თასი ტიტულის მოპოვების ბოლო შანსია.
კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ შეხვედრაში დავიდ სილვას მონაწილეობა, რომელმაც დაზიანება "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშში მიიღო.
"ამ თამაშში სილვას მონაწილეობის საკითხს კვირას დილით გადავწყვეტთ. ჯერჯერობით კი არ ვიცით, მისი ჯანმრთელობისთვის ს
მას აქვს შანსი "უემბლიზე" გამოვიდეს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ის სრულებით გამოჯანმრთელებას მოასწრებს", - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს "სიტის" ოფიციალური გვერდი.
"ჩელსის" ევროპალიგის ბოლო მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა ეყოლება. შესაძლოა გუნდში სამი-ოთხი ფეხბურთელი იყოს იმათგან, ვინც "რუბინთან" ითამაშა, სხვებს კი დასვენების საშუალება ექნებათ. ასე რომ, დაღლილობაზე საუბარი არ იქნება.
დღეს "ჩელსი" ძალიან კარგად თამაშობს. მოუთმენლად ველით მომავალ მატჩს. ინგლისის თასი - ჩვენი მთავარი მიზანია სეზონის დარჩენილ ნაწილში", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.
ინგლისის თასის ფინალის მეორე საგზურისთვის ერთმანეთს "უიგანი" და "მილუოლი" შეეცილებიან.
ასევე იხილეთ:
ლონდონის "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისის თასიდან გააგდო