"ჩელსის" ფანებმა "უემბლიზე" ჟოზე მოურინიოს მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს

AutoSharing Option
ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩში, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" შორის (1:2), "არისტოკრატთა" ფანებმა ტრიბუნაზე ჟოზე მოურინიოს საპატივცემულოდ ბანერი გამოფინეს.

ბანერზე ეწერა: "განსაკუთრებული, ლეგენდა, გენიოსი. დაბრუნდი ჩვენთან". მოურინიოს გამოსახულებასთან ის ტროფეებია დახატული, რომლებიც პორტუგალიელმა ლონდონში მუშაობისას მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი რაფაელ ბენიტესი სეზონის ბოლოს "ჩელსის" დატოვებს. მის სავარაუდო შემცვლელად კი ყველაზე ხშირად ჟოზე მოურინიოს ახსენებენ, რომელსაც რომან აბრამოვიჩი უკან ეპატიჟება.

ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალის" ფანებმა ჟოზე მოურინიო ადოლფ ჰიტლერს შეადარეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული