ჰოვარდ ვები დაისაჯა

AutoSharing Option
პრემიერლიგის XXXIII ტურში "ნიუკასლი"-"სანდერლენდის" შეხვედრაში (0:3) დაშვებული უხეში შეცდომების შემდეგ საფეხბურთო ლიგამ მატჩის მთავარი არბიტრი, 41 წლის ჰოვარდ ვები ლიგა ერთში "კოლჩესტერი"-"შრიუსბერის" შეხვედრის განსასჯელად მიავლინა.

სპეციალურმა კომისიამ დაასკვნა, რომ მან პენალტი არ დანიშნა მასპინძელთა კარში ადამ ჯონსონისა და იოან გუფრანის ორთაბრძოლისას, ეს უკანასკნელი არ გააძევა; ამას გარდა, შეცდომით გააუქმა შოლა ამეობის გოლი სტუმართა კარში და ვერ დაინახა დევიდ ვონის თამაშგარე მდგომარეობა, რის შემდეგაც "შავი კატების" ნახევარმცველმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ვები 1989 წლიდან მსაჯობს, 2003/04 სეზონიდან პრემიერლიგის შეხვედრებს ემსახურება, 2005-დან
კი ფიფას არბიტრის წოდება მოიპოვა. მიმდინარე სეზონში მან ყველაზე მეტჯერ, 24-ჯერ განსაჯა ინგლისის უმაღლესი ლიგის თამაში. ამას გარდა, მუშაობდა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპსა და ჩემპიონთა ლიგაშიც.

ასევე იხილეთ:
ცემა-ტყეპა ფეხბურთის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული