სულ ინგლისის უმაღლეს ლიგაში 5 ტური დარჩა, მაგრამ "სიტის" ერთი თამაში კიდევ თადარიგში აქვს. ამის გათვალისწინებითაც კი სხვაობა ჯერ კიდევ სოლიდურია. სწორედ ამას გაუსვა ხაზი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ფილ ჯონსმა მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე. ვერ გეტყვით, მართლა ასე ფიქრობს თუ მხოლოდ პრესის გასაგონად განაცხადა, მაგრამ ალექს ფერგიუსონმა საკუთარი გუნდის თამაშს საჩემპიონო უწოდა. აი, რა თქვა "ეშმაკების" შოტლანდიელმა თავკაცმა:
"მთლიან სურათს
თავის მხრივ, კარგად ითამაშა "მანჩესტერ სიტიმაც". "ქალაქელები" განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდნენ ბოლო 25-30 წუთის განმავლობაში. რობერტო მანჩინიმ ხაზი გაუსვა მეტოქის კარგ გარჯასაც. მეტიც, მან "უიგანს" პრემიერლიგის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი უწოდა და განაცხადა, რომ "ათლეტები" გავარდნას არ იმსახურებენ: "დიახ, 3 ქულა მაინც ავიღეთ, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაგვიჭირდა. მეტოქეს გასაღები მხოლოდ მეორე ტაიმში მოვარგეთ და 3-4 რეალური მომენტი შევქმენით. იქამდე 60 წუთის განმავლობაში "უიგანი" ნამდვილად ჩვენზე უკეთ გამოიყურებოდა. ამ გუნდს ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს და მგონია, რომ პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას მაინც მოახერხებს.
ჩემს ფეხბურთელებში გამოვყოფ ტევესს, ვინც დიდი სამუშაო შეასრულა და კარგი გოლიც გაიტანა. ძალიან მიხარია მისი წარმატება. ხუთ დღეში ორი გადამწყვეტი თამაშის ჩატარება ძალიან ძნელია. ფეხბურთელები ამხელა დატვირთვამ ლამის გამოფიტა".
ფრენკ ლამპარდმა "ჩელსიში" მე-600 თამაში ჩაატარა
"ფულჰემი"-"ჩელსის" თამაშის წინა დღეებში რაფა ბენიტესმა განაცხადა, უმჯობესია, ჯონ ტერი შეეგუოს, რომ ამიერიდან თამაში იშვიათად მოუწევსო. ლონდონელთა 32 წლის კაპიტანმა გუნდის ესპანელ მთავარ მწვრთნელს პასუხი თამაშით გასცა - "ქრევეინ კოტეჯზე" დუბლი შეასრულა, რისი წყალობითაც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
იქამდე ერთი ბურთი თავის ანგარიშზე მეორე ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა ჩაიწერა.
"დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და აშკარა იყო, რომ იმ სიძნელეებისთვის, რაც დერბის თან ახლავს ხოლმე, მზად ვიყავით. კარგ ხასიათზე დამაყენა თამაშის ხარისხმა, განსაკუთრებით იმან, რაც მეორე ტაიმში ვნახე. 2:0-ის შემდეგ იმასღა ველოდით, როდის გაიხსნებოდა მეტოქე და როდის მოგვეცემოდა შეტევაში მეტი თავისუფლება. წინა ხაზს უფრო ეფექტურად რომ ეთამაშა, კონტრშეტევებზე უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო, მაგრამ არც საბოლოო ანგარიში გვაძლევს უფლებას, უიღბლობაზე ვილაპარაკოთ.
მარტინ იოლმა თავისი გუნდი ძალიან კარგად მოამზადა, მაგრამ როცა მოედანზე მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდთან გიწევს თამაში, ხშირად თამაშის მაღალი ორგანიზაციული დონე საკმარისი არ არის ხოლმე".
ამ შეხვედრაში კიდევ ერთი მოვლენა მოხდა, რომელსაც გვერდს ვერაფრით ავუვლით: "ქრევეინ კოტეჯზე" ჩატარებული თამაში ფრენკ ლამპარდისთვის მე-600 აღმოჩნდა ლონდონური კლუბის მაისურით. შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე ყველა ტურნირში ერთად 200 გოლია. პირველად მან "ჩელსის" მაისურა 2001 წლის 19 აგვიტოს "ნიუკასლთან" შეხვედრაში (1:1) მოირგო. ამ მაჩვენებლით ის მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე მეტჯერ "ჩელსის" ღირსება მხოლოდ რონ ჰარისსა (795) და პიტერ ბონეტის (729) დაუცავთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რობერტო მანჩინი: "უიგანი" მთელი ერთი საათი ჩვენზე უკეთესად თამაშობდა
ალექს ფერგიუსონი: ენდი ქეროლი უნდა გაეძევებინათ