ალან შირერი: დროა, უეინ რუნიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს

AutoSharing Option
"ნიუკასლისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა აღნიშნა, რომ დროა, უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წავიდეს.

მისი თქმით, უეინი აღარ არის გუნდის შეტევების ლიდერი და დროა, გარემო შეიცვალოს.

"ახლა რუნის კარიერაში კრიზისია. მას არ აქვს გარანტირებული ადგილი ძირითადში და ის უფრო ხშირად გამოდის შეცვლაზე. თუ ეს სიტუაცია არ შეიცვალა, რუნი უნდა წავიდეს.

რუნი აღარ არის "მანჩესტერის" შეტევების ლიდერი. ახლა გუნდში არის რობინ ვან პერსი, ვისზეც აკეთებენ კიდეც აქცენტს.

უეინი ახლა 27 წლისაა და ფორმის პიკში იმყოფება, საბოლოო სიტყვა კი ჯერ
არ უთქვამს. ის კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს",
- თქვა შირერმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პსჟ უკვე მოელაპარაკა "იუნაიტედს" რუნის ტრანსფერზე, რომლის სანაცვლოდ, 46 მილიონ ევროს გადაიხდიდა. თუმცა ეს ცნობა "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა უარყო.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
რუნი რომ ისევ რუნია ამას მისი კაპიტნის სამკლაურიც მოწმობს. ისე მთლად კარგად ვერც ვან პერსიმ ვერ დაამთავრა სეზონი. რუნი მანჩესტერ იუნაიტედის მშვენებაა.
Avtandili
01:44 21-04-2013
0
წამო რუნი ბაიერნში!!!!
vaxo
18:19 19-04-2013
0

სიახლეები პოპულარული