ბეილი, ვან პერსი, სუარესი და აზარი ინგლისის წლის მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტები არიან

AutoSharing Option
ინგლისის პროფესიული ფეხბურთის ასოციაციამ გამოაქვეყნა იმ მოთამაშეთა სიები, რომლებიც ორგანიზაციის ვერსიით, წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტულის პრეტენდენტები არიან.

წლის რჩეული ფეხბურთელის წოდებას ერთმანეთს გარეთ ბეილი, მაიკლ კერიკი, ედენ აზარი, ხუან მატა, რობინ ვარ პერსი და ლუის სუარესი შეეცილებიან.

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულის პრეტენდენტები გარეთ ბეილი, კრისტიან ბენტეკე, ედენ აზარი, რომელუ ლუკაკუ, დენი უელბეკი და ჯეკ უილშირი არიან.

შეგახსენებთ, რომ შარშან საუკეთესოებად რობინ ვან პერსი და კაილ უოკერი დასახელდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული