მატჩის დასაწყისშივე მასპინძელთა მცველი სტივ სიდუელი გაშლილი ფეხით წავიდა "არსენალის" ესპანელ ლეგიონერ მიკელ არტეტაზე და მას კინაღამ ძალიან მძიმე ტრავმა მიაყენა. "არსენალელი" ბეწვზე გადაურჩა დიდი ხნით ლაზარეთში მოხვედრას, მსაჯმა კი სიდუელი გააძევა.
არსენ ვენგერი აღშფოთებას ვერ მალავდა თამაშის შემდეგ: "ვფიქრობ, სიდუელმა მსაჯს სხვა გზა აღარ დაუტოვა, ის დამსახურებულად გააძევეს. ექიმები ნახავენ, არტეტას მდგომარეობას, მაგრამ რადგან მან თამაშის გაგრძელება შეძლო, იმედი გვაქვს, რომ გადავრჩით".
შეგირდი არც "ფულჰემის" მწვრთნელმა დაიცვა, მარტინ იოლმა
სხვათა შორის, 3 კვირის წინათ სტივ სიდუელი "ქუინზ პარკის" მცველ არმან ტრაორესაც ანალოგიურად ეუხეშა.
ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბოლო 10 წუთი ძალიან ვინერვიულე [VIDEO]