ჯეკ უილშირი სეზონოს ბოლოს კიდევ ერთ ოპერაციას გაიკეთებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველი ჯეკ უილშირი სეზონის დასრულებისთანავე მორიგ ოპერაციას გაიკეთებს და გუნდს და ეროვნულ ნაკრებს კარგა ხნით დააკლდება.

უილშირმა "ფულჰემთან" მატჩის ბოლო 20 წუთში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ტალანტი ახალი დაბრუნებულია 6-კვირიანი იძულებითი უქმობის შემდეგ.

ჯეკმა 2011 წელს კოჭზე გაკეთებული ოპერაციის დროს დამცავი პლატინა უნდა ამოიღოს. ასე რომ ინგლისის ნაკრების თავკაცს, როი ჰოჯსონს 29 მაისს ირლანდიის წინააღმდეგ მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს.

ოპერაციის შემდეგ, ჯეკ უილშირი მხოლოდ ახალი სეზონისთვის იქნება მზად სათამაშოდ.

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი: ბოლო 10
წუთი ძალიან ვინერვიულე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული