მომავალი ოპერაცია ფეხბურთელის თამაშზე "ლივერპულის" რიგებში მიმდინარე სეზონში გავლენას არ მოახდენს.
თუმცა ჯერარდი ინგლისის ნაკრების ამხანაგურ შეხვედრებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. 29 მაისს ინგლისი ირლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო 2 ივნისს ბრაზილიას.
ოპერაციის შემდეგ მერსისაიდელთა კაპიტანი 6-დან 8 კვირამდე გამოტოვებს, მაგრამ "ლივერპულის" სამედიცინო შტაბი დარწმუნებულია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ახალი სეზონის მზადების პერიოდამდე გამოჯანმრთელდება.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით