ლუის სუარესი კბენისთვის 10 თამაშს გამოტოვებს

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის დამოუკიდებელმა კომისიამ ბრანისლავ ივანოვიჩზე არასპორტული თავდასხმის გამო ლუის სუარესს 10-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მისცა. საფეხბურთო ექსპერტების ვარაუდით, მას სეზონის ბოლომდე (4 თამაში) დასჯიდნენ. ზოგი კი ვარაუდობდა, რომ მას 6-7 მატჩით ჩამოაშორებდნენ მინდორს. ასეთ მკაცრ სასჯელს არავინ ელოდა. ურუგვაელს აპელაციის ვადა 26 აპრილს ეწურება.

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, სებასტიან ბაუსას თქმით კი, "ლივერპულის" თავდამსხმელმა მასთან პირად საუბარში აღიარა, რომ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება.

"ძალიან გვინდა, რომ ფეხბურთელს ამჟამინდელი მძიმე ფონი როგორმე შევუმსუბუქოთ. მას ველაპარაკე და ვიცი, რომ ძალიან ნანობს ჩადენილ საქციელს.
მას გულწრფელად აქვს განზრახული გამოსწორება. ჩვენი ეროვნული ნაკრების ფსიქოლოგები მზად არიან, მას კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინონ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტო დისკვალიფიკაცია ლუისის პრობლემებს ვერ მოაგვარებს,"
- განაცხადა ბაუსამ.

სუარესს ფსიქოლოგთა დახმარება სჭირდებაო, პირველად ეს ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა გორდონ ტეილორმა თქვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კიდევ ერთი შანსი ლუის სუარესს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგას ფსიქოლოგის კი არა ვეტერინარის დახმარება უნდა,ეგ ხო პირველი შემთხვევა არ არის,ჰოლანდიაში თამაშის დროსაც დაკბინა მეტოქე.ისე ცოფის საწინააღმდეგო აცრა მაინც გაუკეთონ. ან ალიკაპით ათამაშონ და სრული უსაფრთხოებისთვის წინა კბილები დააძრონ.
giorgi
11:56 25-04-2013
0

სიახლეები პოპულარული