"მანჩესტერ სიტი": ფერნანდინიო ქალაქში მიდის

AutoSharing Option
La Gazzetta dello Sport-ისა და Sky Italy-ს ცნობით, "მანჩესტერ სიტიმ" და "შახტარმა" ფერნანდინიოს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და 27 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ზაფხულში "ქალაქელებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. უკრაინული მხარე საკომპენსაციოდ 23 მილიონ ფუნტს (27 მილიონ ევროს) მიიღებს. წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები იანვრიდან გრძელდებოდა.

"სიტი" არ ყოფილა ერთადერთი პრემიერლიგური გრანდი, რომელსაც ფერნანდინიოს შეძენა სურდა. იანვარში ბევრი იწერებოდა მისით "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაინტერესებაზე. ფეხბურთელი "შახტარში" 2005 წელს გადავიდა და მას მერე გუნდის ღირსება 300-მდე შეხვედრაში დაიცვა, 6-ჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატი, 3-ჯერ
კი თასის გათამაშებაში იმარჯვა.

თავის დროზე "ატლეტიკო პარანენსედან" მისი ტრანსფერი 7,8 მილიონი ევრო დაჯდა. ფერნანდინიოს "მაღაროელებთან" ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებდა. კონტრაქტით იყო გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხაც - 50 მილიონი ევრო. რეალურად კი, "შახტარი" დაინტერესებული კლუბებისგან 37-ს ითხოვდა. გამოდის, რომ "ქალაქელებმა" ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 10 მილიონი ევრო დაზოგეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"შახტარის" ლიდერებზე დიდი მოთხოვნაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული