ჯერჯერობით უეფას რეიტინგის პირველ სამეულში ნორვეგიელები, შვედები და ფინელები არიან (საგზურს მხოლოდ სამი ქვეყანა მიიღებს). სკანდინავიელებს კუდში მიჰყვება ინგლისიც. პრემიერლიგის დისციპლინურ რეიტინგში პირველ ადგილზე "არსენალია". რაკი ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვთ, ის მომდევნო გუნდმა უნდა ჩაანაცვლოს, ეს კი "ლივერპულია".
მერსისაიდელებს პრემიერლიგის 35 ტურში მხოლოდ 51 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აქვთ. "ფეარ პლეის" კრიტერიუმების თანახმად, ამ შემთხვევაში ლუის სუ
ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპალიგის მე-2 ეტაპის ჩატარების თარიღია. ის 18 და 25 ივლისს არის დანიშნული. ბრენდან როჯერსსა და კომპანიას კი ამ პერიოდში აზიური ტურნე აქვთ დაგეგმილი - "წითლები" ინდონეზიასა და ავსტრალიას უნდა ესტუმრონ. "ლივერპული" ამ ქვეყნებს პირველად სტუმრობს და ადგილობრივი გულშემატკივარი მას მოუთმენლად ელის, რაც ტურნეს, კომერციული თვალსაზრისით, სერიოზულ წარმატებას უქადის.
უკვე ცნობილია, რომ 24 ივლისს "მელბურნ კრიკეტ პარკზე" ადგილობრივი "ვიქტორიასა" და "ლივერპულის" შეხვედრას 90 ათასი ადამიანი დაესწრება. 4 დღის შემდეგ კი კიდევ ერთი საკონტროლო თამაშია დანიშნული, ამჯერად ტაილანდში.
"არ მინდა, რომ ცუდად გამიგოთ. ჩემპიონატში სწორედ ევროთასებზე მოსახვედრად ვიბრძვით, მაგრამ შემოვლითი გზებით ამ მიზნის მიღწევა ნამდვილად არ გვაძლევს ხელს. ჩვენ ჩვენი პატივმოყვარეობის ჭია გვღრღნის და გვინდა, ეს უფლება მხოლოდ სამართლიან ბრძოლაში მოვიპოვოთ. თუკი 2013/14 წლების სეზონში მხოლოდ პრემიერლიგის თამაშები გვექნება გასამართი, ეს საშუალებას მოგვცემს, ყოველ მათგანზე მაქსიმალური კონცენტრაცია გავაკეთოთ და ევროპაში ამ გზით მოვხვდეთ," - განუცხადა "დეილი მეილს" ბრენდან როჯერსმა.
ასე რომ, პრემიერლიგას მომდევნო სეზონში რანგით მეორე ევროპულ ტურნირში არცთუ შთამბეჭდავი დესანტის გადასხმის საშუალება მიეცემა. იქ ითამაშებენ: მეხუთეადგილოსანი, რომლის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა, "სუონსი", როგორც ლიგის თასის გამარჯვებული და "უიგანი", როგორც ასოციაციის თასის ფინალისტი, რაკი მეორე მონაწილე "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაში თამაში გარანტირებული აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ლივერპულმა" ახალი ფორმა წარადგინა