ალექს ფერგიუსონი: ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა ახლა შესაფერისი მომენტია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ კარიერის დამთავრების შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ბევრს ვფიქრობდი წასვლაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ადვილი არ იყო, თუმცა ახლა შესაფერისი მომენტია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, გუნდი ძლიერ მდგომარეობაში დამეტოვებინა. ვფიქრობ, ეს მოვახერხე.

ძალა და ასაკის
ბალანსი დღევანდელი "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი წარმატების იმედს გვაძლევს.

ახალგაზრდებთან მუშაობის სტრუქტურა კლუბის ნათელი მომავლის გარანტიას იძლევა.

ინფრასტრუქტურა ჩვენს ბაზაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. "ოლდ ტრეფორდი" დამსახურებულად არის მიჩნეული მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ.

მოხარული ვიქნები, ერთდროულად "მანჩესტერ იუნაი
ტედის"
დირექტორი და ელჩი გავხდე.

მინდა, ოჯახს მადლობა გადავუხადო, მის
ი მხარდაჭერა ჩემთვის აუცილებელი იყო. ჩემს მეუღლეს, კეტის ვემადლიერები, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე ჩემთვის საკვანძო ფიგურა იყო. უბრალოდ, სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო, როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს.

ასევე მინდა მადლობ
ა ვუთხრა ყველა ფეხბურთელსა და თანამშრომელს "მანჩესტერ იუნაიტედში", რომლებიც ახლა და წარსულში მუშაობდნენ კლუბში.

ისინი პროფესიონალურად უდგებოდნენ საქმე, რისი წყალობითაც მოვიპოვეთ ამდენი ტიტული.

მათ გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორია ასეთი მდიდარი არ იქნებოდა",
- თქვა ფერგიუსონმა.

აღსანიშნავია, რომ "ვესტ ბრომვიჩთან" ბოლო მატჩი შოტლანდიელი სპეციალისტისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობით 1500-ე შეხვედრა იქნება.

მომზადებულია manutd.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ყველაზე კარგი გაგრძელება მაურინიო იქნება ალბათ? ან გიგზი..
eurosvan
14:41 08-05-2013
0
მაურინიოსნაირი ქაჯი შორს მანჩესტერისგან :)
giorgi
16:09 08-05-2013
0

სიახლეები პოპულარული