ვინ შეცვლის სერ ალექს ფერგიუსონს?

AutoSharing Option
უახლოეს საათებში შეიძლება ოფიციალურადაც შევიტყოთ სერ ალექს ფერგიუსონის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა. თუმცა ინგლისურ პრესაში უკვე ვრცელდება გვარები.

ინგლისელთა მტკიცებით, ორი მთავარი ფავორიტია - "ევერტონის" შეფი დევიდ მოიესი და ჟოზე მოურინიო.

ამასთან, "პრეს ასოციაციის" წარმომადგენელი მარტინ ციგლერი ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიო არ შეცვლის სერ ალექსს და მთავარი ფავორიტი მოიესია.

მოიესის შანსებს 11/10-ზე აფასებენ ტოტალიზატორები, მოურინიოსას - 6/5-ზე. ამათ გარდა, კანდიდატებად ითვლებიან: ლორან ბლანი (50/1), ოლე გუნარ სოლსკიაერი (25/1), რაიან გიგზი (25/1) და იურგენ კლოპი (10/1).

ასევე იხილეთ:
ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს"
სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს 48 საათში გაცხადდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული