BBC: დევიდ მოიესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელობას დათანხმდა

AutoSharing Option
ახალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედს" ამჟამად "ევერტონის" მთავარი მწვრთნელი დევიდ მოიესი გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 50 წლის სპეციალისტი უკვე დათანხმდა ამ პოსტზე მუშაობას, რომელიც ვაკანტური ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გახდება.

ამის შესახებ ოფიციალური განცხადება, შესაძლოა, 9 მაისს გავრცელდეს.

ამასობაში კი "ევერტონის" თავკაცის პოსტზე რობერტ მარტინესს (უიგანი) და მიკაელ ლაუდრუპს (სუონსი) განიხილავენ.

ასევე იხილეთ:
დიდი ეპოქის დასასრული: სერ ალექსი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მიდის
სერ ალექს ფერგიუსონი: თარიღები, რომლებმაც ლეგენდა შექმნეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული