რაფა ბენიტესი: "ჩელსის" მერე ეგრევე მუშაობის დაწყება მსურს

AutoSharing Option
სეზონის დასრულების შემდეგ "ჩელსის" ესპანელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი პოსტს დატოვებს, რადგან ის მხოლოდ დროებითი მწვრთნელი იყო და რომან აბრამოვიჩი მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას არ აპირებდა.

საინტერესოა, რას აპირებს უახლოეს მომავალში მწვრთნელი, რომელმაც "ჩელსის" ლიგის საგზურიც მოუპოვა და ევროპალიგის ფინალშიც გაიყვანა.

ბენიტესს კვლავ პრემიერლიგაში სურს მოღვაწეობა:

"მართალია, მე მხოლოდ "ჩელსის" წარმატებაზე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი სამუშაოს ძებნა დაწყებულია. ჩემი აგენტები მუშაობენ ამ თემაზე და მატყობინებენ სიახლეებს. პრემიერლიგა ბრწყინვალე ტურნირია. ჩემი ოჯახი ინგლისში ცხოვრობს, ამიტომ ჩემთვის იოლი იქნება, თუ ისევ აქ ვიმუშავებ, თუმცა
არც ესპანეთის, იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონატის საინტერესო გუნდებზე ვიტყვი უარს. "ჩელსიმდე" შვებულება 2 წელი გამიგრძელდა, ახლა კი ეგრევე მსურს ახალი საქმის დაწყება"
, - განაცხადა ბენიტესმა.

ასევე იხილეთ:
რაფა ბენიტესი: ყველამ იცის, ვინ იქნება მომავალ სეზონში "ჩელსის" მწვრთნელი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული