პარიზში საჩემპიონო ზეიმი ფანებისა და პოლიციის შეტაკებაში გადაიზარდა [VIDEO]

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" გაჩემპიონებისადმი მიძღვნილი ზეიმი მხოლოდ ხუთ წუთს გაგრძელდა, რისი მიზეზიც ფანებსა და პოლიციას შორის შეტაკება გახდა.

მას შემდეგ, რაც პარიზელთა კაპიტანმა და ვიცე-კაპიტანმა ტიაგო სილვამ და მამადუ სახომ ტროკადეროს მოედანზე თავს ზემოთ აღმართეს თასი, ფანებმა პეტარდების სროლა დაიწყეს და პოლიციას ძალის გამოყენება მოუწია მათ დასაშოშმინებლად.

პსჟ-ის მოთამაშეებს დროზე ადრე მოუწიათ საზეიმო პოდიუმის დატოვება. ასევე, გაუქმდა საღამოს დანიშნული აღლუმი მდინარე სენაზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული