ჯოი ბარტონი: რიო ფერდინანდის მერე ინგლისის ნაკრებიდან მეც მივდივარ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 15 მაისს საერთაშორისო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" 34 წლის მცველმა რიო ფერდინანდმა.

რიო ბოლო დროს ნაკრებში აღარ თამაშობდა. მართალია, როი ჰოჯსონმა ის ამ შესარჩევ ციკლში გამოიძახა, თუმცა მცველმა პირველივე ვარჯიშის შემდეგ მიატოვა ნაკრების ბანაკი.

რიომ ნაკრებში 81 თამაში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა, მაგრამ 2011 წლის მერე არ უთამაშია. სწორედ ამ ფაქტის გაშარჟება სცადა ჯოი ბარტონმა.

"მარსელის" 30 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა მედია შეკრიბა და "ოფიციალურად" განაცხადა ეროვნული ნაკრებიდან წასვლა.

არადა, ჩხუბისთავ ჯოის ინგლისის ნაკრებში სულ ერთი მატჩი
აქვს ჩატარებული - 12 წუთი ესპანელებთან ამხანაგურ მატჩში, 6 წლის წინათ!

ჯოი ბარტონი ცნობილია უცნაური გამონათქვამებით და მოედანზე და მის გარეთ დებოშის ატეხვით. როცა დევიდ ბექჰემი "პარი სენ-ჟერმენში" გადავიდა, ბარტონმა მწუხარებით აღნიშნა, რომ ამიერიდან აღარ იქნება საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ყველაზე ლამაზი ინგლისელი ფეხბურთელი.

ასევე იხილეთ:
რიო ფერდინანდმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული