შეგახსენებთ, რომ დევიდმა იანვარში 5-თვიანი ხელშეკრულება გააფორმა პარიზულ კლუბთან და მთელი ხელფასი საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
დევიდი ახლახან პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
"დიდი მადლობა "პარი სენ-ჟერმენს", რომელმაც კარიერის გაგრძელების საშუალება მომცა. მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ დროა, კარიერა დავასრულო. რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, შენი ბავშვობის საყვარელ კლუბ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ბევრ ტიტულს მოიგებო, არც დავიჯერებდი, თუმცა ეს ოცნება ამიხდა. ვიყავი კაპიტანი და ასზე მეტი თამაში ჩავატარე ჩემი ქვეყნის ნაკრებში,
დევიდ ბექჰემის "მანჩესტერ იუნაიტედს" 14 წლის ასაკში შეუერთდა, მან ამ კლუბის მაისურით 398 თამაშში მიიღო მონაწილეობა. 6-ჯერ მოიგო პრემირლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. პსჟ-სთან ერთად ახლახან მოპოვებული ჯილდოს ჩათვლით, ბექჰემის კოლექციაში 19 ტიტულია. ეს არის 20 წლიანი კარიერის დიდებული შედეგი. ის ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელმაც ოთხი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
დევიდი 2003 წელს "იუნაიტედიდან" "რეალში" გადავიდა, ლა ლიგა მოიგო "ბლანკოსთან" ერთად და 2007 წელს "ლოს ანჯელეს გელექსის" წევრი გახდა. იანვარში კი თავი პარიზში ამოჰყო.
ინგლისის ნაკრებში დევიდის დებიუტი 1996 წელს შედგა, მოლდოვასთან,შედგა. 2009 წელს მან ბელარუსის ნაკრებთან მატჩში ეროვნულ გუნდში 115-ედ და ბოლოჯერ ითამაშა.
"ალბათ ვერაფერი შემიცვლის ამ დიდებულ გრძნობას, რაც საყვარელი საქმის კეთებაა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, ცხოვრებას ახლიდან ვიწყებ ახალი იმედებით. მე ძალიან გამიმართლა, რომ საფეხბურთო კარიერაში ბევრი შანსი მომეცა, ახლა დროა, სხვებს დავუთმო ასპარეზი", - თქვა დევიდმა.
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მე დევიდ ბექჰემის არც ფანი ვარ და არც მეგობარი