31 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშა. სულ მან 50 თამაში ჩაატარა, აქედან 45 ძირითად შემადგენლობაში (41 სრული მატჩი), გაიტანა 2 გოლი და გააკეთა 6 საგოლე გადაცემა, რაც მისი პოზიციიდან გამომდინარე, ცოტა ნამდვილად არ არის. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ვეტერანმა "ოლდ ტრეფორდზე" კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. აი, რა თქვა კერიკმა დაჯილდოების შემდეგ:
"აღიარება იმ ბიჭებისგან, ვის გვერდითაც ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ჩემთვის ძალიან ბევრს
წელს ვალდებულნი ვიყავით, ტიტული მოგვეგო, რადგან წინა სეზონი ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, მაგრამ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი მაინც მწვრთნელს მიუძღვის. როცა "იუნაიტედის" ფეხბურთელი გქვია, შენ უბრალოდ კი არ თამაშობ აქ, ცხოვრობ ამ კლუბით. სერ ალექსი ყოველთვის გვასწავლიდა, რომ თუკი გამარჯვებისგან გამოწვეული სიხარულის განცდა გვინდოდა, ძალიან ბევრი უნდა გვეშრომა. შევეცდებით, სამომავლოდაც ასე მოვიქცეთ".
"იუნაიტედის" ძირითადი გუნდის გარდა, საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა ახალგაზრდებშიც. 18 წლის ბენ პირსონი ასაკობრივი გუნდის წევრებმა აირჩიეს. კერიკისა არ იყოს, ისიც საყრდენი ნახევარმცველია. მსგავსი გამოკითხვა პირველად 2008 წელს ჩატარდა და გამარჯვებული დენი უელბეკი გახდა, 2009-ში ასეთად ფედერიკო მაკედა დასახელდა, 2010-ში - უილ კინი, 2011-ში - რაიან ტანკლიფი, 2012-ში - მეტს დელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მაიკლ კერიკი თანაგუნდელებმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს