მანუელ პელეგრინი "მანჩესტერ სიტის" პეპეს შეძენას სთხოვს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ერთ-ერთმა კანდიდატმა მანუელ პელეგრინიმ, კლუბთან გარიგების დეტალების შეთანხმებისას, მის ხელმძღვანელობას მადრიდის "რეალის" მცველის, პეპეს გადაბირება სთხოვა.

"ქალაქელთა" გუნდიდან რობერტო მანჩინის გაშვების შემდეგ მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად სწორედ "მალაგას" დამრიგებელს განიხილავენ. მართალია, ჩილელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ინგლისელებთან ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება არ აქვს, თუმცა პრესა საკითხს უკვე გადაწყვეტილს უწოდებს.

გავრცელებული ხმების თანახმად, პელეგრინიმ "სიტის" ხელმძღვანელობასთან ჩასატარებელ სატრანსფერო სამუშაოებზე იმსჯელა და სასურველ შენაძენთა სიაც შეადგინა.

"მარკას" მტკიცებით, ჩილელის ჩამონათვალს სათავეში სწორედ "რეალის" პორტუგალიელი მცველი უდგას, რომელთან ერთადაც პელეგრინის
"სამეფო კლუბში" უმუშავია.

"რეალში" იმედოვნებენ, რომ პეპეში 25 მილიონ ევროს მიიღებენ. თავად ფეხბურთელს კი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჟოზე მოურინიო არ სწყალობს, მადრიდში დარჩენა სურს. ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2016 წლამდეა გათვლილი.

ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი იქნება
რობერტო მანჩინი კომპენსაციის სახით 33 მილიონ ევროს მიიღებს
"მანჩესტერ სიტიდან" რობერტო მანჩინი გაუშვეს... მანუელ პელეგრინი მოდის?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული