ვეტერანს "ქალაქელებთან" ხელშეკრულება ერთი თვის შემდეგ უმთავრდება. შესაბამისად, ის "ენფილდზე" სრულიად უსასყიდლოდ ამოჰყოფს თავს. "სიტიში" ფეხბურთელმა ოთხი წელიწადი გაატარა, თუმცა ძირითადის მოთამაშედ არასოდეს მიიჩნეოდა. ამ ხნის განმავლობაში მან სულ 99 თამაში ჩაატარა. ბრენდან როჯერსი კოლო ტურეს პენსიაზე გასული ჯეიმი კარაგერის შემცვლელად განიხილავს. ამჟამად ივუარელი ამერიკაში იმყოფება გუნდთან ერთად, მერსისაიდს კი ის ოკეანის გაღმიდან დაბრუნებისთანავე ესტუმრება.
აფრიკელის აგენტსა და "ლივერპულს" შორის პრინციპულ
12 მილიონი პაპადოპულოსში
"ლივერპულ ექოს" ინფორმაციით, "ლივერპული" მზად არის, "შალკეს" 21 წლის ბერძენი ცენტრალური მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი შეიძინოს. ბერძენ ფეხბურთელზე მოლაპარაკებების დაწყებას "წითლები" შარშან შემოდგომაზეც აპირებდნენ, მაგრამ ნოემბერში კირიაკოსი მარცხენა მუხლზე საოპერაციო შეიქნა, რის გამოც მან ბუნდესლიგის მე-2 წრე მთლიანად გამოტოვა. ამჟამად ის უკვე სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
მერსისაიდელები იმედოვნებენ, რომ გერმანელები 12 მილიონ ფუნტს (14,13 მლნ ევრო) დათანხმდებიან. კოლო ტურეს გარდა, კიდევ ერთი სტოპერით დაინტერესება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ბრენდან როჯერსი მარტინ შკრტელთან გამოთხოვებას აპირებს. 28 წლის სლოვაკი 2013 წლის იანვრიდან მოყოლებული, სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 2-ჯერ მოხვდა. იყო შემთხვევები, როცა ის საერთოდ განაცხადს მიღმაც კი რჩებოდა.
"ლივერპული" პაპადოპულოსის გარდა, ეშლი უილიამსისა ("სუონსი", 28 წლის) და ტობი ალდერვეირელდის ("აიაქსი", 24 წლის) კანდიდატურებსაც განიხილავს. ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, როჯერსმა ლისაბონის "სპორტინგს" 20 წლის ტიაგუ ილორიში 3,5 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ პორტუგალიელებს თანხა ეცოტავათ.
ერთი სიტყვით, მომდევნო სეზონისთვის "ენფილდზე" აუცილებლად გამოჩნდება მინიმუმ ორი ახალი უკანახაზელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლეგენდა, სახელად ჯეიმი კარაგერი