აწონვაზე უარის გამო "ქუინზ პარკის" ფეხბურთელი 60 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

AutoSharing Option
"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ხელმძღვანელობამ 23 წლის მაროკოელი ადელ ტაარაბტი 60 ათასი ფუნტით დააჯარიმა სხვადასხვა დისციპლინური დარღვევისთვის, რომელთა შორის აწონვაზე უარის თქმაცაა.

ტაარაბტი ლონდონური კლუბის ყველაზე ნიჭიერი, მაგრამ ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელია. "სანის" ინფორმაციით, ჰარი რედნაპი იძულებული გახდა, სანქციებისთვის მიემართა.

ტაარაბტმა ამჯერად რამდენჯერმე დააგვიანა ვარჯიშზე, ერთხელ კი გეგმიურ აწონვაზე ცივი უარი განუცხადა კლუბის ექიმებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული