ძველ შემადგენლობას დაემატება ფილ ნევილი, ვინც თავის დროზე "ოლდ ტრეფორდზე" 10 წელიწადი გაატარა და გუნდის ღირსება 400-მდე შეხვედრაში დაიცვა. ფილი "ეშმაკებში" რენე მალესტინის ადგილს (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე) დაიკავებს. უკანასკნელმა ალექს ფერგიუსონის გადადგომის შემდეგ მანჩესტერში დარჩენა აღარ ისურვა და ალბათ, დამოუკიდებელ სამწვრთნელო პრაქტიკას დაიწყებს.
მაიკ ფელანს (ფერგის ყოფილი პირველი თანაშემწე) სტივ რუნდი შეცვლის, მეკარეთა მწვრთნელად, ერიკ სტილის ნაცვლად, კრის ვუდსი დაიწყებს მუშაობას, მთავარი სკაუტის პოსტს კი, მარტინ ფერგიუსონის
მოიესს უნდა ესმოდეს...
ალბათ, გახსოვთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იანვარში უილფრიდ ზაჰა "კრისტალ პალასიდან" 17 მილიონად შეიძინა და ფეხბურთელი იჯარით სეზონის ბოლომდე ამავე კლუბს დაუტოვა. 20 წლის გარემარბმა ლონდონელთა შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა და "უოტფორდთან" პრემიერლიგაში გადასასვლელი პლეი ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში პენალტი მოინადირა. 11-მეტრიანი 39 წლის კევინ ფილიპსმა გამოიყენა და გუნდს პრემიერლიგის საგზური მოუპოვა.
ზაჰას იჯარის ვადა ამით ამოეწურა. ამიერიდან მას უკვე "იუნაიტედის" ფეხბურთელი შეგვიძლია ვუწოდოთ. "არწივებმა" "ეშმაკებს" კიდევ ერთხელ მიმართეს იჯარის გაგრძელების თხოვნით, მაგრამ "კრისტალ პალასის" თავკაც იან ჰოლოვეის არ სჯერა, რომ დევიდ მოიესი ამაზე თანხმობას მისცემს.
"არ მგონია, რომ მოიესს იმდენი არ ესმოდეს, თუ რამდენი რამ შეუძლია ზაჰას. სწორედ ამიტომ არ მაქვს დიდი იმედი. მეორე მხრივ, ჩვენ ახლა უკვე პრემიერლიგელები ვართ და გამორიცხული არაფერია. ვინ იცის, რა მოხდება. რაც უნდა იყოს, ზაჰას კარიერაში მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ," – განუცხადა Sky Sports-ს 50 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ევერტონი": ფილ ნევილი დევიდ მოიესის ნაცვლად?