"ლივერპული" ლუის სუარესს 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"ლივერპული" გუნდის ფორვარდს ლუის სუარესს 50 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ გაყიდის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში სუარესმა პრესის საშუალებით თქვა, რომ კლუბის დატოვება სურს, რადგან მისი ოჯახი მედიის გამო იტანჯება.

თავად "ლივერპული" კი ამტკიცებს, რომ ურუგაველი ფეხბურთელი არ იყიდება.

ფორვარდის კონტრაქტის გამოსყიდვის თანხა 40 მილიონი ფუნტია. ამავე დროს, აღნიშნული თანხის შეთავაზების შემთხვევაში კლუბი არაა ვალდებული ფეხბურთელი გაყიდოს. უბრალოდ სუარესს კლუბთან მოლაპარაკების უფლებას მისცემს.

"ლივერპული" მოლაპარაკებებს იმ ლოგიკით გამართავს, რომ ლუის სუარესი უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ფერნანდო ტორესი, რომელიც მერსისაიდელებმა "ჩელსიში" 50
მილიონ ფუნტად გაყიდეს.

ურუგაველი თავდამსხმელის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის "რეალია".

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული