- გუნდში ყველაზე უკეთ ვის აცვია?
- ერთდროულად რამდენიმეს დასახელება შემიძლია. ყველაზე უარესად კი, მასთან ცოტა ფრთხილად იყავით - ბრედ ფრიდელს. ამერიკელებს, საერთოდ, უყვართ ტომარასავით ტანსაცმლის ჩაცმა, ეს იმ დროს, როცა ახლა სულ სხვა რამეებია მოდაში. საუკეთესოთა შორის კი კაილ უოლკერსა და ტომ ჰადლსტოუნს დავასახელებ.
- ყველაზე სასაცილო ვინ არის?
- ჩვენთან ხუმრობის მოყვარული რამდენიმე მოთამაშეა, მათ შორის კაილ
- თქვენს ცხოვრებაში რომ ერთი რამის შეცვლა შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?
- დარწმუნებული ვარ, ჩემი მეუღლე ერთზე მეტს იპოვიდა. თავად კი ნამდვილად არ ვიცი, რა გიპასუხოთ.
- ყველაზე ცუდი მუსიკალური გემოვნება ვის აქვს?
- თამაშის დღეებში მუსიკაზე პასუხისმგებელი კაილ უოკერია. რასაც ის გვთავაზობს ხოლმე, ხან ნორმალურია, ხან ისე რა. სკოტ პარკერი ხანდახან ძალიან მოსაწყენ სიმღერებს უსმენს ხოლმე, მაგალითად, უიტნი ჰიუსტონს.
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა ფეხბურთელს?
- ვალდებულებებისადმი ერთგულება და საკუთარი საქმის სიყვარული - აი, ის გზა, რომელიც წარმატებისკენ მიდის. ეს ყველაფერი გარკვეულ დროს აკარგვინებს ადამიანებს შენ გარშემოც. მწვერვალზე ვერასოდეს მოხვდები მეგობრებისა და ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. ამას გარდა, არ არის საჭირო ყველაფერზე ლაპარაკი, რაც პირზე მოგადგება.
- გუნდში ვინ რა არასაფეხბურთო ნიჭს ფლობს?
- ემანუელ ადებაიორი შესანიშნავად ცეკვავს, მე კი კრიკეტს ვთამაშობ კარგად.
- "ტოტენჰემში" ვინ მოიგებს მკლავჭიდის შეჯიბრებას?
- ტომ ჰადლსტოუნი.
- სადილად სამი ადამიანის დაპატიჟება რომ შეგეძლოთ, ვისზე გააკეთებდით არჩევანს?
- დევიდ ბექჰემზე, ჯეიმს კორდენსა (მსახიობი, იუმორისტი) და პიტერ კეისზე (მსახიობი, იუმორისტი, მწერალი).
- ყველაზე ცუდად ვინ ცეკვავს?
- ჰადლსტოუნი მიმტკიცებს, რომ ერთნაირად ვცეკვავ ყველანაირ მუსიკაზეო. შესაძლოა, ის მართალიც იყოს.
- სად ინახავთ კეტჩუპს, მაცივარში თუ კარადაში?
- მაცივარში, თუმცა სარეზერვო ყოველთვის კარადაში მაქვს შენახული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"