"მე და ბილ კენრაიტმა ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. ახლა ჯერი მარტინესზეა, რომელიც პირდაპირ "ევერტონის" წარმომადგენლებს უნდა დაელაპარაკოს," - განაცხადა "უიგანის" თავმჯდომარე დეივ უელანმა.
თავად მერსისაიდულ კლუბს ოფიციალური განცხადება, სადაც რობერტო მარტინესზე იქნებოდა საუბარი, არ გაუვრცელებია, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ "ევერტონს" ახალი მთავარი მწვრთნელი უახლოეს 48 საათში
საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მარტინესმა ბევრ კლუბში ითამაშა, მაგრამ ყველაზე უკეთ ის სწორედ "უიგანსა" და "სუონსიში" გამოიყურებოდა. ჯერჯერობით ხანმოკლე სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, ესპანელს სწორედ ეს ორი გუნდი ჰყავს გაწვრთნილი - 2007-09 წლებში ის უელსში მუშაობდა და "სუონსი" ჩემპიონშიპშიც გადაიყვანა, 2009-13 წლებში კი უკვე "უიგანის" დამრიგებელი იყო და წელს ამ გუნდთან ერთად ინგლისის თასიც მოიგო, რაც "უიგანის" ისტორიაში პირველი ტიტულია.
გარდა ამისა, ბოლო წლებში "უიგანმა" მთელი მსოფლიოს ყურადღება იმ საოცარი თამაშით მიიქცია, რომელსაც გუნდი ჩემპიონატების ფინიშზე ატარებდა და ამის ხარჯზე, პრემიერლიგაში ადგილსაც ინარჩუნებდა.
ისევ უელანს მოვუსმინოთ: "მე და რობერტო მეგობრები ვართ და სიცოცხლის ბოლომდე მეგობრებად დავრჩებით. "ევერტონი" მისთვის საკმაოდ კარგი ვარიანტია. ეს გუნდი "უიგანზე" დიდია და რობერტოსთვის იქ მისვლა კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია. მერსისაიდული კლუბი დაეხმარება მას იმაში, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს, წინ წავიდეს და უფრო დიდი სიმაღლეები დაიპყროს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ევერტონი": ფილ ნევილი დევიდ მოიესის ნაცვლად?