ინგლისური კლუბების შემოსავალმა 2011/12 წლების სეზონში 2.36 მილიარდ ფუნტს მიაღწია

AutoSharing Option
მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა აუდიტორულმა კომპანია Deloitte-მა ინგლისური პრემიერლიგის კლუბების შემოსავლების მონაცემები გამოაქვეყნა.

2011/12 წლების სეზონის ყველა კლუბის შემოსავალმა 2.36 მილიარდ ფუნტს მიაღწია.

ექსპერტების ცნობით, 2012/13 წლების სეზონში კლუბების შემოსავალი 2.5 მილიარდ ფუნტამდე გაიზარდა.

დადებითი დინამიკა მომავალ სეზონშიც გაგრძელდება, სადაც შემოსავლის 600 მილიონი ფუნტით (25%) ზრდას ელოდებიან, როცა ტელეტრანსლაციების ახალი შეთანხმება შევა ძალაში.

გამომდინარე აქედან, კლუბების შემოსავალი პირველად იქნება 3 მილიარდზე მეტი.

აქვე გეტყვით, რომ კლუბების საერთო სახელფასო ფონდმა 1.66 მილიარდ ფუნტს მიაღწია. მაქსიმალური თანხა "მანჩესტერ სიტის" ანგარიშზეა (202 მილიონი), მინიმალური
კი - "სუონსის" (35 მილიონი).

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული