ედენ აზარი: იმედია, მოურინიო ხშირად გატანას მასწავლის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ედენ აზარმა იმედი გამოთქვა, რომ ჟოზე მოურინიოს მოსვლა მის თამაშზე კარგად აისახება. ბელგიელმა ასევე აღნიშნა, რომ უფრო ხშირად უნდა გოლის გატანა.

"მოურინიოს "ჩელსიში" მოსვლის შესახებ ბევრს საუბრობდნენ. არაერთხელ გამიგია, როცა საუბრობდნენ, რომ მისი მოსვლა ჩემს თამაშზე კარგად აისახებოდა.

ალბათ, თავიდან ცოტა შიშით ვიქნები. ძალიან მინდა, უფრო ხშირად გავიტანო, რადგან გასულ სეზონში, ძირითადად, ასისტენტობით ვიყავი დაკავებული. გოლის ალღო მაკლია. შესაძლოა, მოურინიო შეძლებს ჩემში ამ თვისების განვითარებას"
, - თქვა აზარმა.

2012/13 წლების სეზონში აზარმა ინგლისის ჩემპიონატის 34 მატჩში მიიღო
მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული