"მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი შენაძენი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" მონტევიდეოს "პენიაროლს" ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის მარჯვენა მცველის გილერმო ვარელას ტრანსფერზე შეუთანხმდა.

ფეხბურთელი უკვე ესტუმრა ნისლიან ალბიონს. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

8 ივნისს ის "ეშმაკებთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის შემდეგაც სამშობლოში გაფრინდება, სადაც 21-წლამდელთა შეკრებას შეუერთდება.

ინგლისური პრესის ცნობით, "იუნაიტედს" ვარელას შეძენა 2,8 მილიონი ევრო დაუჯდება.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი" გარაის შეძენას 20 მილიონ ევროდ აპირებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული