როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა "მეთოფეებს" ფინანსური პრობლემების გამო ხელფეხი ჰქონდათ შეკრული და სხვა წამყვან პრემიერლიგურ კლუბებს ამ მხრივ კონკურენციას ვერ უწევდნენ.
- რა თქმა უნდა, შეგვიძლია, საკუთარ თავს უფლება მივცეთ და უეინ რუნის ტრანსფერზე, და არამხოლოდ მასზე, დავიწყოთ მუშაობა. ამისთვის კლუბს უკვე საკმარისი ფინანსური რეზერვები აქვს. რეზერვების გარდა ჩვენ უახლოეს პერიოდში შემოსავლის ახალი წყაროებიც გაგვიჩნდება. თუკი არსენ ვენგერი იტყვის, რომ ვარსკვლავური
მწვრთნელს აღარ მოუწევს იმაზე ფიქრი, რა დაჯდება ესა თუ ის გარიგება. საკმარისი იქნება, ფეხბურთელი მაღალ პროფესიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. დღევანდელ კონდიციებამდე რომ მიგვეღწია, ძალიან ბევრს ვმუშაობდით და ამ ეტაპზე უკვე შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ "არსენალი" მყარად დგას ფეხზე. ანუ ისეთ გარიგებებს შევეჭიდოთ, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ვერ გავწვდებოდით.
გუნდი სერიოზულ შეღავათს უკვე ამ ზაფხულზე იგრძნობს, თუმცა გაძლიერება მაინც ეტაპობრივად მოხდება. "არსენალი" ვალდებულია, რომ ისეთ კლუბებს გაუწიოს კონკურენცია, როგორიც "ბაიერნია". თუმცა არ ვამტკიცებ, რომ ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ხმაურიანი ტრანსფერები გავჩარხოთ. ჩვენ ხომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ არჩეული გზის ერთგულები ვართ.
პირველი მერცხალი?
იმის თქმა იყო, რომ "არსენალს" ძვირად ღირებულ ტრანსფერებთან შეჭიდება შეუძლიაო, რომ Goal.com-მა ჩრდილოლონდონელთა პირველ სავარაუდო გარიგებაზე გვამცნო. "მეთოფეები" "ევერტონიდან" 24 მილიონ ფუნტად (28,16 მილიონი ევრო) მარუან ფელაინის შეძენას შეეცდებიან. როგორც ირკვევა, 25 წლის ბელგიელს მერსისაიდულ კლუბთან გაფორმებულ კონტრაქტში სწორედ ამ ოდენობის კომპენსაცია აქვს განსაზღვრული.
"ევერტონმა" სატრანსფერო საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების წინადადება ოთხშაბათს მიიღო. ფელაინის სურვილი, რომ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდში ითამაშოს, დიდი ხანია, ცნობილია. შარშან სექტემბერში ბელგიელმა დევიდ მოიესს აცნობა კიდეც, თუკი ლიგაში ვერ მოვხვდებით, ტრანსფერზე დაყენებას მოვითხოვო, მაგრამ ჯერჯერობით მას ხელმძღვანელობისთვის მსგავსი წინადადებით არ მიუმართავს.
რაკი "არსენალი" საკომპენსაციო თანხის გადახდაზე ყაბულს არის, ფელაინის "ევერტონის" თანხმობა უკვე აღარ სჭირდება. საკმარისი იქნება, მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ. ტანმაღალი ცენტრალური ნახევარმცველის გადაბირებით "არსენალის" გარდა დაინტერესებულები არიან "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი".
ასე რომ, ფეხბურთელს საქმე ასარჩევად აქვს. თუმცა კი არსენ ვენგერი კოლეგებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ არის. 64 წლის ფრანგს ამ ზაფხულს 70 მილიონი ფუნტის დახარჯვა შეუძლია შემადგენლობის გასაძლიერებლად. გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ევერტონის" პრეზიდენტმა ბილ კენრაიტმა. მისი თქმით, მარუანი "გუდისონ პარკიდან" წასვლას არ გეგმავს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მარუან ფელაინი: "ევერტონში" ვრჩები