"ჩელსი" და "ვიტესი" ვან გინკელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
ჰოლანდიური "ვიტესის" 20 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა მარკო ვან გინკელმა 2012/13 წლების საკლუბო სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.

43 თამაშში მის ანგარიშზე 12 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა იყო. მარკო ისრაელში მიმდინარე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან კარგად გამოიყურება და ტურნირის უპირველესი ფავორიტების ულაპარაკო ლიდერია. მან უკვე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება.

მათ შორის "ჩელსისა" და "აიაქსის". ჰოლანდიური გამოცემა "დე ტელეგრააფის" ცნობით, ლონდონელებმა არნემელებთან 8,5 მილიონ ევროდ ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე შეათანხმეს და ახლა ყველაფერი უკვე ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ვან გინკელი და მისი აგენტი საბოლოო გადაწყვეტილებას
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

"ჩელსი" მზადაა, ფეხბურთელს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმოს და სურვილის შემთხვევაში ერთწლიანი იჯარით "ვიტესშივე" დატოვოს.

ასევე იხილეთ:
"ჩელსი" და ტრანსფერები: კოენტრაო, ვარანი, ვან გინკელი?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული